logo
ENG



"ერთად ევროპაში" - რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს

09 აპრ 202317:59
3 წუთის საკითხავი
 

"ერთად ევროპაში" - რუსთაველის გამზირზე ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს. აქციას ასევე უერთდებიან სტუდენტები და ახალგაზრდები.

აქცია სამი ჰიმნით გაიხსნება, საქართველოს, ევროკავშირის და უკრაინის. აქციის მოთხოვნებია, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, რომელშიც მოიაზრებიან მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, საქართველოს მესამე პრეზინდეტი, მიხეილ სააკაშვილი და ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 29 მარტს დააკავეს. შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. 31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

"ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ზნეს ნამდვილად არ შეიცვლის და სწორედ ამიტომ, დღეს აქ, კიდევ ერთხელ, ყველამ ერთად უნდა გავაგონოთ საქართველოს და სრულიად ცივილიზებულ სამყაროს, რომ ქართველი ხალხი რუსულ ოცნებას არ მისცემს იმის უფლებას, რომ ქვეყანა გაარუსოს. არ მისცემს იმის უფლებას, რომ ამ ქვეყანას შეუცვალოს ის კურსი, რომელიც კურსიც არჩევანია ქართველი ხალხის და ამ ქვეყნის მაცხოვრებლების", - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბოტკოველმა.

აქციის გამართვასთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა 14 მარტს ბრიფინგზე დააანონსა და ქართულ ოცნებას 12 რეკომენდაციის შესასრულებლად 9 აპრილამდე დრო მისცა.


close დახურვა